TBILISI

Объявление

Добро Пожаловать На Форум Комнаты TBILISI.

Информация о пользователе

Привет, Гость! Войдите или зарегистрируйтесь.


Вы здесь » TBILISI » Юмор » Анекдоты !!!


Анекдоты !!!

Сообщений 81 страница 89 из 89

81

Mec mag azrze var sxvatashoris ))

0

82

Mec :D

0

83

Shen C Xar? :D

0

84

"დაბოლილი" ნარკომანი სადარბაზოში შედის. ზარს რეკავს. კარს მოხუცი ქალი აღებს.ნარკომანი:-რას უდგეხარ დედი?.. თუ მოხვედი, შემოდი რაღა!..

× × ×
-მოკლედ, იმისთანა პარტია შევქმენი, თითის განძრევა არ დამჭირდება, ისე მოვხვდები პარლამენტში.-რა დაარქვი?-"დემოკრატ-ლეიბორისტთა ნაციონალური აღორძინება".

× × ×
სტაჟიორი-მთავარ ექიმს:-მეტი ავადმყოფი არ გყავთ?-რად გინდა?-გამომიცვალეთ, ეგი მიიღო მიქელამ...

× × ×
-იცი, გუშინ გინეკოლოგთან ვიყავი და ასე მითხრა, ორსულად ხარო.-სახელი უკვე შეარჩიე?-არა, ჯერ მამის სახელი უნდა დავადგინო.

× × ×
- ჩემ ქმარს ისევ ამოუვარდა ყბა მთქნარებისას.- ასეთს რას უყვებოდი?!

× × ×
-ოფიციანტ,-კითხულობს ახალი ქართველი,-ამ კოქტეილში რა კომპონენტებია?-შაქარი, რძე და კონიაკი.-გემოთი როგორია?-გადასარევი, შაქარი სიძლიერეს მატებს, რძე-ენერგიას.-კონიაკი?-კონიაკი აზრებს ბადებს, ვისთვის და რაში გამოვიყენოთ ძალა და ენერგია.

× × ×
ქვრივმა ბაღში მოფართხალე საფრთხობელას შეხედა და ამოიოხრა: –რამდენჯერ დავინახავ, ჩემი საწყალი ქმარი გამახსენდება ხოლმე. –რატომ? ქმარმა გააკეთა? –არა. ზუსტად ასეთი იყო, ლუდის ბარიდან რომ ამობობღდებოდა ხოლმე.

× × ×
–შე საზიზღარო, კიდევ დალიე?–ეკითხება ლოლა ქმარს. –არა. –დალეული გაქვს... –არა! –ხო მეთქი... –არა! –აბა, გადი და სამზარეულოში ნათურა გამოცვალე. –დავლიე!

× × ×
ცოლი ქმრის სანახავად ციხეში მივიდა: –აქ როგორ გრძნობ თავს? –როგორც სახლში, არც გასვლა შეიძლება სადმე და არც საჭმელი ვარგა.

× × ×
ძვირფასო მშობლებო! გახსოვდეთ, რომ უყურადღებოდ მიტოვებული პატარა ბავშვები ძალიან სწრაფად იქცევიან პატარა მშობლებად.

0

85

:cool:

0

86

-რა სულელი ვარ,-ამბობს ცოლი,-დედაჩემისთვის უნდა დამეჯერებინა და შენ არ გამოგყოლოდი,-შენ გინდა თქვა, რომ დედაშენი წინააღმდეგი იყო ამ ქორწინების?-ეკითხება ქმარი.-რა თქმა უნდა.-რა უსამართლო ვყოფილვარ ჩემი სიდედრის მიმართ.

× × ×
მაღაზიაში:- ნაზიკო დეიდა, ამიწონე, ჩემი დედა ვატირე, ნახევარი კილო შოკოლადი და ათი გრამი ჰეროინი...- ეს სულ გამოშტერდა! ვით ვერ დაიხსომე, ბიჭო, შოკოლადი იქეთ სექციაში იყიდება!..

× × ×
- ახლა ვხვდები რატომაც ვკოჭლობ.- რატომ?- ათი თითი მაქვს ორივე ფეხზე.- ყველას ათი თითი გვაქვს, ძმაო...- შენ ვერ გამიგე. მე ერთ ფეხზე სამი თითი მაქვს და მეორეზე შვიდი...

× × ×
-შვილო, სამედიცინოზე რომ აბარებ რა უნდა გამოხვიდე?-ყურის ექიმი.-სულელი ყოფილხარ, შვილო.-რატომ ბიძია?-რატომ და სტომატოლოგობა არ ჯობია? ადამიანს ყური ორი აქვს, კბილი კი ოცდათორმეტი.-კაი ერთი, ბიძია, აპა უროლოგმა ან პროქტოლოგმა რაღა უნდა ქნან?

× × ×
ჯანდაცვის მინისტრი აფთიაქს ამოწმებს. ხედავს თაროზე უეტიკეტო ქილები დგას. -რა წამალია ამ ქილებში? -ეგ სუფთა წყალია, ბატონო. ჩვენ ამ ქილებს მაშინ გავცემთ, როცა ვერ ვარჩევთ, რა წერია რეცეპტში.

× × ×
–ბოლოს და ბოლოს გამაგებინე, რისთვის შემირთე ცოლად?! –შენც გიკვირს ხომ?

× × ×
პოლიციელი მანქანის მძღოლს სიჩქარის გადაჭარბებისათვის აჯარიმებს და სათანადო ქვითარს უწერს. –ეს ქვითარი რაღა ჯანდაბად მინდა?–ბუზღუნებს მძღოლი. –შეინახეთ,–პასუხობს პოლიციელი,–როცა თექვსმეტ ცალს დააგროვებთ, ახალ ველოსიპედს მიიღებთ.

× × ×
ჭიანჭველა სპილოს მიუვადა და ეუბნება: –წამოეთრიე ახლავე, გუშინ რომ ხეები დალეწე მე მაბრალებენ!..

× × ×
დიდი ხნის უნახავი ხანშიშესული დაქალები ხვდებიან ერთმანეთს: –გახსოვს, რა ლამაზები ვიყავით ახალგაზრდობაში? განსაკუთრებით–მე. –ჰო, ახლა ორივენი რა მახინჯები ვართ, განსაკუთრებით–შენ.

× × ×
–ხელები მაღლა,–ყვირის ბანკში შევარდნილი იარაღმომარჯვებული მძრცველი,–ყველანი იატაკზე! არ გაინძრეთ, თორემ დაგხოცავთ! ბრძანება შესრულებულია. ყველანი იატაკზე დაწვნენ. უფროსი მოლარე მდივანი ქალისკენ იხრება და ყურში ჩასისინებს: –ნიკოლ, ნორმალური პოზა მიიღე. ეს ძარცვაა და არა სადღესასწაულო ბანკეტი.

0

87

au looooooooooooooool Ra :D

0

88

:cool:

0

89

Cool :D

0


Вы здесь » TBILISI » Юмор » Анекдоты !!!